საწარმოთა ხელმძღვანელებს ბუღალტრის გარეშე შეეძლებათ ფინანსური ანგარიშის მომზადება

21 ნოემბერი 2018, 00:00 1563 ნახვა

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით ფინანსთა სამინისტროს აუდიტის სამსახური მეოთხე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლებს ხვდება. მეოთხე კატეგორია მიკრო და მცირე საწარმოებს მოიცავს.

2019 წლიდან ამოქმედდება კანონი ბუღალტრული აღრიცხვის ახალი წესის შესახებ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის მიღებული. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელების განმარტებით, ახალი წესები საკმაოდ მარტივია და საწარმოთა ხელმძღვანელებს ბუღალტრის გარეშე შეეძლებათ ფინანსური ანგარიშის მომზადება და წარდგენა.

ახალი წესები ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა ატვირთული და  ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. 

ამავე კატეგორიაში