მაჰათმა განდის საერთაშორისო ფონდი

29 ივლისი 2016, 00:00 3110 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაჰათმა განდის საერთშორისო ცენტრი გაიხსნა. საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია არაძალადობრივი კომუნიკაციის თემაზე ლექციების ჩატარება. სწავლება სექტემბრიდან დაიწყება და დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება. ინდოეთის წარმომადგენლობა დღესვე ლექტორებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. მაჰათმა განდის ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი კაკაბაძეა. 

ამავე კატეგორიაში