ჯილდო „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“- შეხვედრა მეზღვაურებთან

22 ნოემბერი 2018, 00:00 2357 ნახვა

„ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის  ჯილდოზე წარდგენილ ქართველ მეზღვაურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი  შეხვდნენ.

 მათ მეზღვაურებს გამოჩენილი სიმამაცისათვის, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მადლობა გადაუხადეს. დაჯილდოვების ცერემონიალი  6 დეკემბერს ლონდონში გაიმართება.  ეკიპაჟის წევრებმა კაპიტან ლევან მამალაძის მეთაურობით 2017 წლის 26 ივნისს მონაწილეობა მიიღეს უამინდობის დროს  ტანკერ Rama2-ის ეკიპაჟის წევრის გადასარჩენ სამაშველო ოპერაციებში.

ამავე კატეგორიაში