სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა

22 ნოემბერი 2018, 00:00 1590 ნახვა

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ბოლო დეტალით უნდა გავაგრძელოთ გამოშვება - დღეს სააპელაციო სასამართლომ წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობისთვის გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა.

პროკურატურის ცნობით 2011 წელს, ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა და დაშინების გზით მიიღო სამართალდამცავმა უწყებამ ცრუ ჩვენებები, ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ. ადვოკატის თანდასწრებით, დაზეპირებული ცრუ ჩვენების მიცემა მოუხდა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძესაც, ცნობისთვის ბოლოს აბდალაძის ადვოკატი, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის  სპიკერი მირდატ ქამადაძე იყო.

2011 წლის 6 ივლისს, ანუ ზუსტად იმ დღეს როდესაც ფოტოგრაფები დააკავეს, ასევე მასშტაბური სპეცოპერაციის „ენვერის საქმეზე“ დადგა განაჩენი, ესეც თითქოს ჯაშუშებს ეხებოდა.

მართალია იმ დღეს საქმე შეიძლება ითქვას დაკავებების ახალი სერიით გადაიფარა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს საქმეც გადაიხედა. ორივეს დღეს მმართველი გუნდი ფალსიფიცირებულს და თეთრი ძაფით ნაკერს უწოდებს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში