საქართველო VS ტონგა

24 ნოემბერი 2018, 00:00 1638 ნახვა

დღეს 18:00-საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების დასკვნით შეხვედრას ტონგას წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება შეიტანა.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი პირველ ხაზში ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად შალვა მამუკაშვილს დააყენებს, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე კი ლევან ჩილაჩავა ითამაშებს, რომელსაც სამოასთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მიხეილ ნარიაშვილი მარცხენა ბურჯის პოზიციას ინარჩუნებს.

ამავე კატეგორიაში