ბულვარში რესტორანზე აღმართული რუსეთის დროშა პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს

24 ნოემბერი 2018, 00:00 1828 ნახვა

ბულვარში ერთ-ერთი რესტორნის თავზე რუსეთის სახელმწიფო დროშა აღარ ფრიალებს. ადმინისტრაცია საზოგადოებას ბოდიშს უხდის. დროშა დაწესებულებიდან მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს.

მენეჯერის ამბობს, რომ დაწესებულების მეპატრონე ეთნიკურად სომეხი ქალია და იგი არ ფლობდა ინფორმაციას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის დროშა რესტორნის თავზე ტურისტების მოზიდვისა და პატივისცემის მიზნით გამოფინეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში