ბაშოს 22 წლის ჩემპიონი ჰყავს -ტოჩინოშინი დამარცხდა 

25 ნოემბერი 2018, 00:00 1851 ნახვა

კიუშუ ბაშოზე 8:7 ბალანსი დააფიქსირა ლევან გორგაძემ. ფუკუოკაში წლის უკანსკნელი სუპერტურნირი დასრულდა. ტოჩინოშინმა ბოლო ორთაბრძოლა მეშვიდე მაეჰაშირა შოჰოძანთან გამართა. მსაჯის არადამაჯერებელი მოქმედების შედეგად ტოჩინოშინს სამჯერ მოუწია მეტოქესთან შეჯახება და სამივეჯერ დაჯაბნა, თუმცა ორჯერ დაფიქსირდა მატა და საბოლოოდ გამარჯვება მაინც შოჰოძანს დარჩა, რადგან ერთ-ერთ ეპიზოდში ლევანის ფეხი დოჰიოს გარე პერიმეტრს ოდნავ შეეხო.

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე რვა ბრძოლა მოიგო, სეზონში კი ელიტარულ დივიზიონში ყველაზე მეტი 59 გამარჯვება დააფიქსირა. ლევან გორგაძე ისევ ოძეკის რანგში გამართავს შემდეგ ბაშოს, რომელიც იანვარში ტოკიოში ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში