რა ეტაპზეა ბათუმში  საერთაშორისო საფეხბურთო  სტადიონის მშენებლობა? 

25 ნოემბერი 2018, 00:00 2005 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონზე ბეტონის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაწყებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვა. პარალელურად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, სტადიონის კედლების მონტაჟს და ფასადის მოპირკეთებას გულისხმობს.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული. მოედანს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დრეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

ამავე კატეგორიაში