მერის ანგარიში ღია ცის ქვეშ - ასათიანი ქუჩა 21:00 საათამდე იკეტება 

26 ნოემბერი 2018, 00:00 2662 ნახვა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს საზოგადოებას დღეს, ღია ცის ქვეშ წარუდგენს. ღონისძიება 19:00 საათზეა ჩანიშნული.  მოქალაქეებს ანგარიშის მოსმენა ბათუმის მერიის შენობის წინ შეეძლებათ, სადაც სცენას ამონტაჟებენ. 

მერიის ინფორმაციით, ლუკა ასათიანის ქუჩაზე 21:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება. 

''მერიაში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ფარნავაზ მეფისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელია პარალელური ქუჩებით. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო'' - წერია განცხადებაში. 

ბათუმის მერიის წინ, კონსტრუქციებს ამ დრომდე ამონტაჟებენ. 

ამავე კატეგორიაში