პროტესტი შეჩერებული მშენებლობის გამო

26 ნოემბერი 2018, 00:00 999 ნახვა

პროტესტი შეჩერებული მშენებლობის გამო.  კუთვნილი ბინების მიღებისა და გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით დაზარალებული ოჯახები დღეს პროკურატურასთან შეიკრიბნენ. გაიმართა შეხვედრა პროკურორთან. მათი განცხადებით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. აქციის მონაწილეების თქმით, ჭავჭავაძის და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში მაღალსართულიანი კორპუსი 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები შეჩერდა. მათივე ინფორმაციით, კომპანია “დიასის“ დირექტორი ქვეყანში აღარ იმყოფება, მისი წარმომადგენელი კი მენაშენეებს მშენებლობის გაგრძელებისა და ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ტყუილ დაპირებებს აძლევს.

ჩვენთან საუბარში კომპანიის წარმომადენელმა განაცხდა, რომ ის თავადაც დაზარალებულია და პროცესში დაზარალებულ მენაშენეთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით არის ჩართული. ის სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. მერიის პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ  თითქმის 5 წელია მშენებლობა შეჩერებულია. თვითმმართველობას კი ზემოქმდების მექანიზმი არ გააჩნიათ.

ამავე კატეგორიაში