მოქალაქეს, რომელსაც შენობაში შეჭრის დროს ხელი მოხვდა, პოლიციაში გამოკითხავენ

27 ნოემბერი 2018, 00:00 2080 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში გუშინ ღამით, სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობაში მოქალაქეები შეჭრას ცდილობდნენ. ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ, რომელბმაც შენობას ცოცხალი ჯაჭვით იცავდნენ. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ საკითხის გარკვევას, სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. მათივე მტკიცებით, ახალგაზრდა ქალს პოლიციელის ხელი მოხვდა. 

ინციდენტში მონაწილე ქალი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. 

20-მდე ოჯახის ამ წუთებში ბარცხანის ხიდთან, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან. 

 

ამავე კატეგორიაში