შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

27 ნოემბერი 2018, 00:00 1717 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, 20-მდე ოჯახი, რომლებიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობაში შეჭრას გვიან ღამით  ცდილობდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და მთავრობის წევრებს შეხვდნენ. სოციალურად დაუცველი  ოჯახი  საცხოვრებელი ფართების მიღებას დაჩქარებულად ითხოვენ და მთავრობას ტყუილ დაპირებებში ადანაშაულებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის და მთავრობის აპარატის უფროსის ინფორმაციით, ოჯახების მდგომარეობას სწავლობენ. რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით , რამდენიმე ოჯახის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია აქვს.

ამავე კატეგორიაში