უნიკალური აღმოჩენა შავ ზღვაში

30 ივლისი 2016, 00:00 3258 ნახვა

ქართველი და ევროპელი მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა. ექსპედიციის წევრებმა  შავ ზღვაში, თითქმის 2 ათასი მეტრის სიღრმეზე სიცოცხლეს მიაკვლიეს.  ამ აღმოჩენის შემდეგ იცვლება საუკუნოვანი თეორია იმის შესახებ, რომ შავი ზღვის დაბალ შრეებში ცოცხალი ორგანიზმები არ ბინადრობდნენ.ზღვის პირველადი ცოცხალი ფორმები - ბაქტერიები და სოკოები საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, 1960 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. მკვლევარებმა ზღვიდან ამოღებული 233 ჰიდრობიოლოგიური სინჯი  შეისწავლეს. გარემოს ეროვნული სააგენტო  მომდევნო ეტაპზე მიკრო ორგანიზმების სიღრმისეულ ლაბორატორიულ შესწავლას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში