''მწვანე კონცხზე'' ასასვლელი საბაგირო გზის დემონტაჟი მოხდება

29 ნოემბერი 2018, 00:00 2319 ნახვა

მწვანე კონცხზე ასასვლელი საბაგირო  გზის დემონტაჟი იწყება. 20 დეკემბრამდე ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციის ნარჩენებს ტერიტორიიდან გაიტანენ.  

ხელშეკრულებას ხელი ბოტანიკურ ბაღში მოეწერა. პროექტის ღირებულება 40 ათასი ლარია.  წლების წინ საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღს ზედა ნაწილთან აკავშირებდა.

ამავე კატეგორიაში