მელიქიშვილის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტი 5 თვეში ორჯერ გაქურდეს

30 ნოემბერი 2018, 00:00 4244 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. მეპატრონის ინფორმაციით მაღაზიიდან ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი წაიღეს.

რა რაოდენობის საქონლის ან თანხის გატანა მოახერხეს სავაჭრო ობიექტიდან, ამ დეტალებზე დაზარალებულმა საუბარი არ ისურვა.

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

მელიქიშვილის 111 ნომერში მდებარე აღნიშნული მაღაზია, დაახლოებით 5 თვის წინაც გაქურდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ  სავარაუდო ეჭვმიტანილი დადგენილია, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

რაც შეეხება 5 თვის წინ მომხდარ ქურდობის ფაქტს. შსს-ს ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში