იმერეთში, სამეგრელოს სანაპირო ზოლსა და გურიის მაღალმთიან დასახლებებში მოსალოდნელია გრიგალი

30 ნოემბერი 2018, 00:00 4495 ნახვა

იმერეთში, სამეგრელოს სანაპირო ზოლსა და გურიის მაღალმთიან დასახლებებში ქარის სიჩქარე გრიგალის ნიშნულს, 33 მეტრ წამს მიაღწევს. აღნიშნულ რეგიონებში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. 

მსგავს სიტუაციაში ადამიანის სიცოცხლეს შესაძლებელია საფრთხე შეექმნას, ამიტომ უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია.

მოქალაქეები უნდა მოერიდონ მშენებარე ობიექტებთან, ხეებთან, ბილბორდებთან და  ელექტროგადამცემ ბოძებთან ახლოს გადაადგილებას. 

ძლიერი ქარი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში