ბათუმის ძველ ავტობუსებზე ქობულეთმა უარი თქვა, საჩუქარი ფოთის მერიას გადაეცა

30 ნოემბერი 2018, 00:00 13369 ნახვა

 

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხომაზე, ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტატებმა 5 მუნიციპალური ავტობუსის ფოთისთვის გადაცემის საკითხი გააპროტესტეს.   

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა არჩილ მამულაძე და უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა რაულ თავართქილაძემ თქვეს, რომ უმჯობესი იქნებოდა ეს ავტობუსები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გადაეცა ბათუმის მერიას, რადგან სხვა რაიონებში და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ავტობუსების საჭიროება დგას.  

"ვფიქრობ, რომ ფოთის ნაცვლად ეს ავტობუსები ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის გადაგვეცა, ხალხისთვის კარგი იქნებოდა" - თქვა რაულ თავართქილაძემ.   "თუ მისი აღდგენა და გამოყენება შეიძლება, ბატონ რაულმა სწორად ბრძანა რაიონებში გამოვიყენოთ ან შემოერთებულ ტერიტორიებზე," - ეს რეპლიკა არჩილ მამულაძემ  თავართქილაძის კომენტარის შემდეგ გააკეთა. 

ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გოგა (ეგარსლან) ლომაძემ კი საკრებულოს წევრებს უთხრა, რომ ავტობუსებით დაინტერესებული  ქობულეთის მერია იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაათვალიერეს მუნიციპალური ტრანსპორტი და შეისწავლე მისი ტექნიკური მდგომარეობა, უარი განაცხადეს საჩუქრის მიღებაზე. 

ლომაძემ ასევე დააზუსტა, რომ ამ ავტობუსებს ვერც საქალაქთაშორისო რეისებზე გამოიყენებენ სხვა მუნიციპალიტეტები. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში