„არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება არ მომხდარა“- ომბუდსმენი

01 დეკემბერი 2018, 00:00 1531 ნახვა

სახალხო დამცველი 1 წლის შემდეგ  დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას აჯამებს. ნინო ლომჯარია წუხილს გამოთქვამს, რომ საზოგადოებას და დაზარალებულებს ბევრ კითხვაზე დღემდე არ აქვთ პასუხები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება არ მომხდარა. ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, მისივე პოზიციით, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

ამავე კატეგორიაში