სასამართლომ თაკო ჩარკვიანზე  თავდასხმისთვის   დაკავებული  ორი პირი  700 -700 ლარით დააჯარიმა

02 დეკემბერი 2018, 00:00 1692 ნახვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ ორ პირს 700 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თბილისის საკრებულოს თანამშრომლის  ბრალეულობა კი ჯერ - ჯერობით არ დადასტურდა. მომდევნო პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის 12 დეკემბერს ჩაინიშნა. თბილისის საკრებულო ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი, რომელიც მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს, ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.

თბილისის საკრებულოს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არა კერძო პირების მოთხოვნებიდან, არამედ კანონის შესაბამისად მოხდება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში მასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები თავს დაესხნენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში აღნიშნული ჩხუბის ვიდეო კადრები გავრცელდა, სადაც სწორედ დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტს გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, თავდასხმა ხელისუფლების, სუს-ის და კრიმინალების მიერ არის მართული. მან ხელისუფლებას კანონიერების ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.

ამავე კატეგორიაში