ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ალიანსში“ უკრაინის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

02 დეკემბერი 2018, 00:00 1664 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის მოქალაქეების დაკავებას ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს. სასტუმრო „ალიანსის“დირექტორის ინფორმაციით დაკავებულები სასტუმროში 27 ნოემბერს დაბინავდნენ.

მისივე თქმით, რაიმე საეჭვო სტუმრებისთვის არ შეუმჩნევია. დღეს გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ალიანსში“  უკრაინის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილზე სპეცრაზმი და სამართალდამცავები მუშაობდნენ. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია.

ამავე კატეგორიაში