ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს

02 დეკემბერი 2018, 00:00 1960 ნახვა

შსს ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყებამ ოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა და უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავა. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვას გულისხმობს. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხეტია დღეს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ისინი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ. ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანამდე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში