ხვალიდან საპენსიო შენატანის ადმინისტრირების ელექტრონული  სისტემა  ამოქმედდება

02 დეკემბერი 2018, 00:00 2273 ნახვა

ხვალიდან საპენსიო რეფორმის საიტი სატესტო რეჟიმში ამოქმედდება, სადაც მოქალქეებს საკუთარი დანაზოგის ხილვა შეეძლება. მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს.  მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და გრძელვადიან პერიოდს ეხება. საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 2%-ს სახელმწიფო, 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს კი თავად დასაქმებული დაფარავს.

ამავე კატეგორიაში