ბათუმში, თავდაცვის ბალანსზე არსებულ შენობაში თვითნებურად შეჭრილებს ობიექტი დაატოვებინეს

04 დეკემბერი 2018, 00:00 1787 ნახვა

ბათუმში თავდაცვის ბალანსზე არსებულ შენობაში მოქალაქეები თვითნებურად შეიჭრნენ, მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა ობიექტი დაატოვებინეს. 

შენობა 30-მდე ოჯახმა გვიან ღამით დაიკავა. ისინი ყვებიან, რომ უკვე წლებია არ აქვთ საცხოვრებელი, ბინის ქირის გადახდას კი ვერ ახერხებენ. 

მოქალაქეები სამხედრო ბაზის ყოფილ შენობაში უკვე მესამედ შეიჭრნენ. ერთი თვის წინ ისინი სამართალდამცველებმა გამოასახლეს, დაახლოებით ერთი კვირის წინ კი შენობის დაკავების საშუალება პოლიციამ არ მისცა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ოჯახების ინდივიდუალურ შესწავლა დაიწყება და დახმარებას მიიღებს ყველა, ვინც ამას კანონის შესაბამისად დაექვემდებარება. რამაზ ჯინჭარაძის თქმით,  სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრის უფლებას არ მისცემენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში