ქობულეთში პანსიონის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ შსს-ს უმოქმედობის პრობლემა აღიარა

04 დეკემბერი 2018, 00:00 1782 ნახვა

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე  უზენაესმა სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის  ი-ემ-სი  საკასაციო საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვა დაავალა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში წარდგენილ საკასაციო საჩივარში პანსიონატის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების სახელით იემსი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას ორი მიმართულებით აყენებდა: პანსიონატის საქმიანობისთვის მესამე პირების მხრიდან გამოვლენილი ხელშეშლის პრაქტიკებზე პოლიციის უმოქმედობისა და გულგრილობისა გამო, და  პოლიციის უმოქმედობის დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტად შეფასება და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მისთვის სიმბოლური ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. უზენაესმა სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარის მხოლოდ პირველი მოთხოვნის ნაწილში, დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის ნაწილში კი მიიჩნია, რომ კასატორებმა ვერ დაადასტურეს, რომ პოლიციის უმოქმედობა რელიგიური სიძულვილით იყო განპირობებული.

არასამთავრობო როგანიზაცია  უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ შეფასებას არ იზიარებს, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადგილობრივი მუსლიმი თემის უფლებების აღდგენის მიზნით EMჩ რამდენიმე პარალელურ დავას აწარმოებს.

ამავე კატეგორიაში