აბუსერიძის ქუჩაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები მომატებულია

04 დეკემბერი 2018, 00:00 1968 ნახვა

ბათუმში, თბილისა და ქუთაისში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მომატება დაფიქსირდა, რომელიც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტო ქალაქის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს, მოწმდება ჰაერში ტყვიის შემცველობაც. ავტომატური სადგურები ბათუმის რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული.

სააგენტოს მონაცემებით, მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება,  29 ნოემბერსა და 3 დეკემბერს ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე  დაფიქსირდა. 

ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის. სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაცია განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვისადა გულსისძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის. დაბინძურება მარპოვოცირებელია ისეთი დაავადებების, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, ბრონქიტი, ​პნევმონიები, ალერგიული დაავადებები, ფილტვის კიბო, ცვლის სისხლის ფორმულას, აზიანებს კანსა და ლორწოვანს. 

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე.  

ამავე კატეგორიაში