საკონსტიტუციო სასამართლო მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ სარჩელზე იმუშავებს

05 დეკემბერი 2018, 00:00 1689 ნახვა

„საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება.

დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე ისინი ვერ ახერხებენ მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას.

ამავდროულად, მათ შეზღუდული აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მომავალში შეძენის უფლებაც. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.

ამავე კატეგორიაში