ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა

05 დეკემბერი 2018, 00:00 1628 ნახვა

ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.დაჯილდოების ცერემონია ევროპის პარლამენტში გაიმართა, სადაც ტიტული და დროშა, ბელგიაში სპეციალური ვიზიტით მყოფმა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ჩაიბარა. ვიდრე ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაცია ზღვისპირა ქალაქს ამ ტიტულს მიანიჭებდა, ზაფხულში აჭარას, ორგანიზაციის სპეციალური კომისია ეწვია.

ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და არსებული მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს. ბათუმი საქართველოდან პირველი ქალაქია რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. რაც შეეხება „ევროპის სპორტის დედაქალაქის“ სტატუსს, წელს ეს პატივი ბუდაპეშტს ერგო.

ამავე კატეგორიაში