ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სულხან სალაძე უხელმძღვანელებს

05 დეკემბერი 2018, 00:00 1856 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კვლავ სულხან სალაძე უხელმძღვანელებს. სალაძე მეორე ვადით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამგეობამ აირჩია.  შეხვედრაზე სულხან სალაძემ მომავალი წლიდან საიას მუშაობის სტილის ცვლილებაზე ისაუბრა  და ორგანიზაციის კიდევ უფრო გაქტიურაბაზე გაამახვილა ყურადღება.

 სულხან სალაძე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2011 წლიდან მუშაობს. 2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის თებერვლამდე, სულხან სალაძე იყო  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ასევ არის „უცნობი ძველი აჭარის“ წიგნის ავტორი. 

ამავე კატეგორიაში