მოქალაქეები ჰოსტელის სტუმრებს პოლიციელებად გაეცნენ, შემდეგ კი ძარცვა დაიწყეს

05 დეკემბერი 2018, 00:00 2193 ნახვა

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში გვიან ღამით ორი პირი შეიჭრა. მათ სტუმრებს თავდაპირველად თავი პოლიცელებად წარუდგინეს და განუცხადეს, რომ ნარკოტიკებს ეძებდნენ.

ჰოსტელის მეპატრონის თქმით, შენობაში შესვლის შემდეგ ძარცვა დაიწყეს.

ჰოსტელში მცხოვრებმა უცხოეთის მოქალაქეებმა ერთ-ერთი პირის დაკავება შეძლეს, მეორე კი გაიქცა. ის პოლიციამ მალევე დააკავა.

ჰოსტელი ბათუმის ცენტრში, პოლიციის მეექვსე განყოფილების შენობაში მდებარეობს.

ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, თუმცა მალევე ძარცვის მუხლით გადაკვალიფიცირდა. შსს-მ  ორი პირი უკვე დააკავა.

 

ამავე კატეგორიაში