ადვოკატის ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ბრალს არ აღიარებს

06 დეკემბერი 2018, 00:00 2089 ნახვა

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაკავებულია, იგი ღამით შსს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მის მეგობარ გიორგი რაზმაძესთან ერთად ნაქირავებ ბინაში აიყვანეს.

სამართალდამცავი უწყების განცხადებით დაკავება რაზმაძის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებს ეხება, ხოლო თავად გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

შსს ინფორმაციით დაკავებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღი ბინიდან გადაყარეს, გიორგი მარგველაშვილის სიძე კრიმინალურ დანაშაულთან კავშირებში ადრეც იყო შემჩნეული. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დღეს ათი საათისთვის უნდა წარუდგინოს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში