შეიქმენა თუ არა ბიზნესსაჩივრების განხილვის სტრუქტურა მერიებში?

06 დეკემბერი 2018, 00:00 1489 ნახვა

ბიზნესომბუდსმენი გამოდის ინიციატივით მუნიციპალიტეტებთან შეიქმნას სტრუქტურული ერთეული, სადაც ბიზნესმენებს მერიასთან არსებული შესაძლო დავების მოგვარება შეეძლებათ.

საუბარია მორიგებაზე, ან ზოგადად საქმის სასამართლოს გარეშე განხილვაზე. დამოუკიდებელი ადვოკატები, კი რომლებიც ბიზნესმენების ინტერესებს იცავენ ხოლმე, აცხადებენ, რომ უკეთესი იქნება სასამართლოში გაიზარდოს პროფესიონალთა რიცხვი და სასამართლოს მიმართ ამაღლდეს ნდობა.

ამ თემის შესახებ ომბუდსმენმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა.

გუშინ, თორნიკე რიჟვაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა მშენებლებს და განაცხადა, რომ ბიზნესის თავისუფლებას დაიცავს. ბიზნესმენები გუშინ ბიუროკრატიასა და ნებართვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში