აჭარაში შაბათს იწვიმებს, კვირას კი მზე გამოვა

07 დეკემბერი 2018, 00:00 2379 ნახვა

აჭარის როგორ სანაპირო, ასევე მთიან რაიონებში ხვალ საღამომდე იწვიმებს. მაღალმთიან ზონაში გომარდულსა და გოდერძის უღელტეხილზე მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.

ბათუმში დღეს და ხვალ +9, +11 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში კი +17 გრადუსამდე დათბება.

9 დეკემბრამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ცივი და პერიოდულად ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. ორშაბათიდან დათბება, განსაკუთრებით კი სანაპირო კურორტებზე. მოსალოდნელია მზიანი ამინდი. 

ზამთრის კურორტებზე, თოვლზე სრიალის მოყვარულთა მოლოდინის მიუხედავად, ჯერჯერობით უხვი ნალექი არ იქნება.  

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში