მეზღვაური დახმარებას ითხოვს

07 დეკემბერი 2018, 00:00 3729 ნახვა

სამი წლის წინ დაკავებული ქართველი კაპიტნის ბადრი ბერიძის შვილი პრეზიდენტს და პრემიერს მიმართავს. იგი საფრანგეთში დააკავეს მას შემდეგ რაც გემზე 2,4 ტონა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.

ქართველი კაპიტნის სასამართლო რამდენჯერმე გადაიდო, გიორგი ბერიძის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის ოჯახთან დაკავშირებას იშვიათად ახერხებს.მისი თქმით, კაპიტანს არ ჰქონდა ინფორმაცია გემზე არსებულ ტვირთთან დაკავშირებით, იგი ყვება, რომ დაკავებულების ბედით ფრანგული მედიაც დაინტერესდა, თუმცა სასამართლო პროცესი მაინც არ დაჩქარდა.

ქართველი კაპიტანი გემზე თურქული კომპანიით მოხვდა, რომლის წარმომადგენელსაც, როგორც გიორგი ბერიძე აცხადებს სამი წელია ვეღარ უკავშირდება, გემი ჩარიდ ალმი კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში რემონტისთვის მიცურავდა, თუმცა ის ლა-მანშის სრუტეში გააჩერეს და პორტ ბულონში აიყვანეს.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულების საქმეზე საფრანგეთში შესაბამისი ორგანოები აგრძელებენ გამოძიებას, საქმეში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩო და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო.  

უწყება, მომავალ კვირას ოფიციალურად მიმართოს საფრანგეთის შესაბამის ორგანოს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში