საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიმართვა

08 დეკემბერი 2018, 00:00 1404 ნახვა

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.

საელჩო თხოვს მოქალაქეებს, მოერიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, კი დარეკონ ცხელ ხაზზე +33783318689

ამავე კატეგორიაში