ამორტიზებული ნაგავსაყრელი

08 დეკემბერი 2018, 00:00 3455 ნახვა

ის რომ ნარჩენების მართვის საკითხი გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში დიდი ხანია შეთანხმდნენ. თანამედროვე სამყარო თანხმდება იმაზეც, რომ ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით.

ამის მიუხედავად, ეს საკითხი ისევ ღიაა აჭარის რეგიონში, სადაც არც ერთი ნაგავსაყრელი სტანდარტის შესაბამისი არ არის. მათ შორის ყველაზე დიდი ადლიის ნაგავსაყრელი, რომელიც თავიდანვე უკანონოდ, სპონტანურად შეიქმნა და ჯერ კიდევ 10 წლის წინ დადებული დასკვნის შესაბამისად, უნდა დახურულიყო.

ამასთან, დაიწყო აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა, ტერიტორიის მოძიება, ახალი ნაგავსაყრელისთვის შეირჩა კიდეც სოფელი ცეცხლაური, გამოიყო თანხაც, მაგრამ მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. რატომ?

ამავე კატეგორიაში