არეულობა საფრანგეთში - ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებში 30 000 ადამიანი მონაწილეობს

08 დეკემბერი 2018, 00:00 2291 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქში არეულობაა. ცოტა ხნის წინ შეტაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, დაპირისპირებისას როგორც ცნობილია 30ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მთავარი დაუკავშირდა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს. ნანა რევიას ინფორმაციით, პარიზში აქცია სამ საათამდე მშვიდობიანი მსვლელობით მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია მოგვიანებით დაიძაბა და მომიტინგეებმა გადაინაცვლეს ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, ამ წუთებში აქციები პარალელურად რესპუბლიკის, წმინდა ავგუსტინისა და ბასტილიის მოედანზე მიმდინარეობს.

დაკეტილია ქალაქის ყველა კომერციული და ტურისტული ობიექტი, მათ შორის ეიფელის კოშკი და ლუვრი. დაკეტილია ასევე 36 მეტროს სადგური, ქართველი სტუდენტის ინფორმაციით, დედაქალაქში შეზღუდულია გადაადგილება. დაკავებულთა რიცხვი 700-ს აღემატება. როგორც მთავართან საუბარში ქართველი სტუდენტი ყვება, პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ მათ დასაშლელად რეზინის ტყვიებს, ხელკეტებსა ცრემლსადენ აირს იყენებს. მობილიზებულია სპეცტექნიკაც. საფრანგეთში ''ყვითელჟილეტიანების'' აქცია დღეს ზედიზედ მეოთხედ იმართება. მომიტინგეები სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისმის მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც.

ამავე კატეგორიაში