არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვა შესაძლოა დასჯადი გახდეს

09 დეკემბერი 2018, 00:00 1457 ნახვა

არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვა შესაძლოა დასჯადი გახდეს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პარლამენტს ხვალ წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას.

ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

ამავე კატეგორიაში