ფაროსანას შესაწამლი ტექნიკა ჩინეთისგან საქართველოს

09 დეკემბერი 2018, 00:00 1429 ნახვა

ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს. საუბარია შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები გაუწევენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლამდე ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. კონტრაქტს ხელი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკურმა და სავაჭრო კონსულმა უან ლიანპომ მოაწერეს. ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე შემოვა.

ამავე კატეგორიაში