ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვება

10 დეკემბერი 2018, 00:00 1541 ნახვა

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“- ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა  საკონსტიტუციო სასამართლოში. ოლიმპიადა წელს მე- 12  ტარდება და ტრადიციულად  საია-ს მიერ  „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

იმიტირებულ  სასამართლო  პროცესებს  ჟიური აკვირდებოდა, რომლის შედეგადაც საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეულები გამოავლინეს.

ოლიმპიადაში წელს 4 უნივერსიტეტიდან იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის  სტუდენტებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა. საკონტიტუციო ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო  სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი „IRZ”.

ამავე კატეგორიაში