ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი 2018, 00:00 1714 ნახვა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა, თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა, ირაკლი კობახიძემ ახალ კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ნორმებზე ისაუბრა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველო დემოკრატიული ღირებულებების კუთხით ყოველწლიურად ვითარდება, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი. ასევე გაიხსნა ადამიანის უფლებების კვირეულიც, რომელზეც სპეციალურად შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციის ვიდეოები წარადგინეს.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში