100 000 ლარის ღირებულების ოქრო მოქალაქეს სარფში მალულად შემოჰქონდა

11 დეკემბერი 2018, 00:00 3468 ნახვა

სამართალდამცველებმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს და დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

მოქალაქე საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, 100 000 ლარის ღირებულების ოქროს მალულად შემოტანას ცდილობდა. 

ამოღებულია 1 929 გრ ოქროს ნაკეთობა - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.   

ამავე კატეგორიაში