პროტესტი შეჩერებული მშენებლობის გამო

11 დეკემბერი 2018, 00:00 2883 ნახვა

რამდენიმე წუთით  ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს თაყაიშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მენაშენეებმა. ისინი შპს „დიასისგან“ პასუხს ითხოვენ, თუ როდის დასრულდება მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, სადაც წლების წინ საცხოვრებელი ფართები შეიძინეს. ამ კორპუსის  მშენებლობა ახლა შეჩერებულია. ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელი მიმალულია და მათ პასუხს არავინ სცემს.

არც დაზარალებულთა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც  აქციის წევრებს დღეს მხოლოდ ქუჩის გადაკეტვის შემდეგ შეხვდა.  

მენაშენეებთან მივიდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსიც. მშენებარე კორპუსის მენაშენეები მრავალსართულიანი სახლის დასრულებას ან თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. მათ გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართეს, თუმცა როგორც ამბობენ, დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან ჯერ კიდევ არ მიუღიათ.  

აქციის წევრებმა დღესვე მოითხოვეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომა, თუმცა ქეთევან მეტრეველმა გადადგომაზე განცხადებას ხელი არ მოაწერა. მან არც ჩვენს შეკითხვებს გასცა კონკრეტული პასუხი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში