საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა

13 დეკემბერი 2018, 00:00 1664 ნახვა

რეგულაციების მიუხედავად, საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოში მშობიარობების 44,6% საკეისრო კვეთებზე მოდიოდა.

სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 52 ათას 660 მშობიარობა დაფიქსირდა, მათგან 23 ათას 471 შემთხვევაში  საკეისრო კვეთა გაკეთდა.  

საქართველოში 2017 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა სანქციები სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა.

ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრა, მოგვიანებით კი, ერთ წლამდე გაგრძელდა. ჯარიმების ამოქმედებამდე სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში