საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა

13 დეკემბერი 2018, 00:00 1746 ნახვა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემსრულებლის ფოტო გამოაქვეყნა. სამართალდამცველები 29 წლის შერიფ შექათის ადგილსამყოფელის დასადგენად მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ.

პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დამნაშავე საშიშია, ამიტომ მასთან  შეხვედრის  შემთხვევაში, სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დამოუკიდებლად მის დასაკავებლად ზომებს არ მიმართონ და სამართალდამცველებს  აცნობონ.

სტრასბურგში დაბადებულმა შერიფ შექათიმ ​ქალაქის საშობაო ბაზრობაზე, 11 დეკემბერს საღამოს ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი მოკლა, 13 კი დაჭრა. რვა დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.თავდასხმის გამო, საფრანგეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

შექათის დასაკავებლად სამძებრო ოპერაციაში ასობით პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობს. გაძლიერებულია სასაზღვრო კონტროლი.

ამავე კატეგორიაში