ბათუმის პორტი: ახალი ტერმინალი მინერალურ სასუქებს გაატარებს და უსაფრთხო იქნება

13 დეკემბერი 2018, 00:00 1924 ნახვა

ბათუმის პორტის ადმინისტრაცია კატეგორიულად გამორიცხავს, მავნე ტვირთების შემოტანას. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ ნავსადგურის კომერციულმა დირექტორმა განმარტებები დღეს მედიასთან გააკეთა.

ილიას მუკატოვი ამბობს, რომ ტვირთი, რომელზეც  საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, კარბამიდია, რომელიც ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში გამოიყენება.

მუკატოვის თქმით,  ახალი პროექტის ფარგლებში, 20 მილიონი დოლარის ღირებულების ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, თუმცა ვადები ჯერჯერობით უცნობია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში