სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ სამი საჩივარი არ მიიღო

13 დეკემბერი 2018, 00:00 1687 ნახვა

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე – „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“.

საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.

სამინისტროს ცნობით, ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარები გაკეთდა პარლამენტში.

ამავე კატეგორიაში