ანგისის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს მიწა ჯერ დაუკანონეს შემდეგ კი ჩამოართვეს - თამაზ ბაკურიძე

14 დეკემბერი 2018, 00:00 1939 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ბათუმის მერიის, მიწის აღიარების კომისიას გულგრილობაში ადანაშაულებს, ის მიიჩნევს, რომ კომისია ასობით ადამიანის საკითხს მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით არაჯეროვნად განიხილავს. ამჯერად საქმე ეხება, ანგისის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს, რომელიც 1500 კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთით წლებია სარგებლობს, 2008 წელს სახელმწიფომ მათ ქონება დაუკანონა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ როგოც აცხადებენ კვლავ ჩამოართვა. 

ბათუმის მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე დავით კოპინაძე, ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. იგი  ამბობს, რომ კომისიის სხდომა ყოველ პარასკევს იმართება, სადაც მიწის დაკანონების საკითხები წყდება. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში