მეფუტკრეების პრობლემები

15 დეკემბერი 2018, 00:00 1697 ნახვა

უკვე 2 წელია ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი ნებადართულია, თუმცა დღემდე ქართული თაფლი  ევროპულ ბაზარზე არ დაიშვება - მიზეზი ანტიბიოტიკებია. საქართველოში დაშვებული და თავისუფალ გაყიდვაში ჩაშვებულია სამკურნალო  ანტიბიოტიკები „ნოზემატი“ და „ნოზემაციდი“, რომლის გამოყენებაც  ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.  

ქართული თაფლის ანტიბიოტიკებით დაბინძურების პრობლემას არ უარყოფენ   სურსათის ეროვნული სააგენტოსა და კერძო კომპანიებში, არაერთი კვლევით. პრობლემაზე რეაგირება  სახელმწიფომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოახდინა,  2019 წლის 1 იანვრიდან  მთავრობის 525-ე და 526-ე  დადგენილებით, იკრძალება ისეთი პრეპარატების შემოტანა, რეგისტრაცია და რეალიზაცია, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. მათ შორისაა ფუტკრის დაავადებების სამკურნალო ანტიბიოტიკები. 

ამავე კატეგორიაში