მესამე სექტორის ნაწილი ოპოზიციისთვის თელავში მანიფესტაციის ჩატარების ხელშეშლის გამო შეშფოთებულია

17 დეკემბერი 2018, 00:00 1356 ნახვა

მესამე სექტორის ნაწილი ოპოზიციისთვის თელავში მანიფესტაციის ჩატარების ხელშეშლის გამო შეშფოთებულია. 11 ორგანიზაციის შეფასებით, უწყებებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, შედეგად, აქციის მონაწილეებს გადაადგილებისა და მანიფესტაციის თავისუფლება შეეზღუდათ.

ორგანიზაციები  მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების საკითხი.

ამას გარდა, შეისწავლოს ძალადობის ფაქტები, რომელიც მიმართული იყო, ერთი მხრივ, აქციის მონაწილეების, მეორე მხრივ კი ინაუგურაციაზე მისული პირების, მათ შორის, დეპუტატების წინააღმდეგ. 

ამავე კატეგორიაში