საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 დეკემბერი 2018, 00:00 1257 ნახვა

თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მიერ, ამავე ცენტრის ერთ-ერთი რეკრუტის  მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის განცხადებით, გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის ბრალეულობა, მოხდება  კანონშესაბამისი რეაგირება. დღეს საკითხზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა. 

ამავე კატეგორიაში